თელავში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს
მესამე დღეა თელავის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. როგორც მერი, შოთა ნარეკლიშვილი ამბობს, 5000-ზე მეტი მოქალაქე უკვე შეამოწმეს.


“თელავის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5000-ზე მეტი მოქალაქე გვყავს შემოწმებული. მომატებული ტემპერატურა არცერთ მათგანს არ დაფიქსირებია”.

შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, თერმოსკრინინგი მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდება. აქვე შეგახსენებთ, რომ თერმოსკრინინგი რეგიონის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google