კახეთში 270 ტესტიდან 206-ის პასუხი კორონავირუსზე ნეგატიურია
კახეთიდან ლუგარის ლაბორატირიაში გაგზავნილი 270 ნიმუშებიდან 206-ის პასუხი covid 19 ზე ურყაფითია. როგორც კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და დავადებთა კონტროლის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსმა ერთიბლივ ბრიფინგზე განაცხადეს, დანარჩენი 64 ის შედეგი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

მათივე ინფორმაციით, სოფელ ნუკრიანში თვითიზოლაციაში მყოფი 4 მოქალაქის და ყვარელში ინფიცირებულ ქალთან კავშირში მყოფი პირების ბიოლოგიური ანალიზის პასუხი ნეგატიურია.

„გრძელდება, 50 წლის მედიკოსის სიღრმისეული კვლევა, რომელიც კახეთის რეგიონში პირველი ინფიცერებულია და ამჟამად ბოჭორიშვილის კლინინაკში მკურნალობს. ასევე გრძელდება კონტაქტების მოძიება და ტესტირების პროცესი. რაც შეეხება, რეგიონში საკარანტინე სივრცეებს, 10 ლოკაციაზე 459 მოქალაქე იმყოფება. ხოლო თვითიზოლაციაში 35.“- აღინიშნა ბრიფინგზე.

ამ დრომდე უცნობია ყვარლის სასწრაფო დახმარების ცენტრის ექიმის დაინფიცირების წყარო.
შეგახსენებთ, რომ კახეთში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა 2 მაისს დაფიქსირდა. ვირუსი 50 წლამდე ასაკის ქალს დაუდასტურდა, რომელიც სასწრაფო დახმარების, ასევე ევექსის კლინიკის ექიმია.

| Print |
FaceBook Twitter Google