თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე მეწყერმა 3 ადამიანი მოიყოლა
ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მეწყერმა სამი ადამიანი მოიყოლა, მათ შორის, ამავე გზის გაწმენდაზე მომუშავე "თუშეთგზის" დირექტორი.

ადგილიბრივების ინფორმაციით, მათ საკუთარი ძალებით ერთი ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა დანარჩენებს ამ დრომდე ვერ პოულობენ.

შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე სახანძარო-სამაშველო მანქანა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თუშეთი / მეწყერი /