კორონავირუსისგან კიდევ 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი 13-ით გაიზარდა, ჯამში კლინიკა 288 პაციენტმა დატოვა.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რიცხვს, 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეის მდგომარეობით კორონავირუსის 623 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გარდაცვლილია 9 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4702 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 459.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |
FaceBook Twitter Google