მდინარეების კალაპოტის გასამაგრებლად ყვარელში მძიმე ტექნიკაა მობილიზებული
სტიქიაა ყვარლის მუნიციპალიტეტშიც. ადიდებულია მდინარეები დურუჯი და შოროხევი.
სოფ. ბალღოჯიანსა და ახალსოფელში მდინარე შოროხევმა გაარღვია ნაპირი, რის შედეგადაც დაიტბორა სასოფლო სამეურნეო სავარგულები, ვენახები და მესაქონლეობის ფერმები.

მერიაში აცხადებენ, რომ ადიდებული მდინარე დურუჯი ყვარლის ტერიტორიაზე არსებულ ვენახებს უქმნის საფრთხეს, ამ დროისთვის დატბორილია ვენახების გარკვეული ფართობი.

მდინარეების კალაპოტის გასამაგრებლად მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის მობილიზება.
| Print |
FaceBook Twitter Google