კორონავირუსისგან საქართველოში მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსით საქართველოში კიდევ ერთი, მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ვებგვერდი stop.cov.ge აქვეყნებს, რომელიც მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით შეიქმნა.
დღეის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 638 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 317.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4769 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 414.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |
FaceBook Twitter Google