კახეთიდან ლუგარში გაგზავნილი 105 ტესტის პასუხი უარყოფითია
12 მაისს კახეთიდან ლუგარის ცენტრში კორონავირუისზე გამოსაკვლევად 192 ნიმუში გაიგზავნა, მათაგან 105 ტესტის შედეგი ცნობილია. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი, ნელი ხიზანიშვილი ამბობს, ყველა პასუხი ნეგატიურია. დანარჩენი ნიმუშის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

„ ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები, საბაჟოს თანამშრომლები. “ - განაცხადა ხიზანიშვილმა.


სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2407 ნიმუში, აქედან 894 მედპერსონალია, 679 ეკუთვნის კარანტინის ზონებს.


| Print |
FaceBook Twitter Google