კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია
კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. დღეის მდგომარეობით Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.
თვითიზოლაციაში იმყოფება 17 მოქალაქე. 18 მოქალაქე მოიხსნა თვითიზოლაციიდან.
რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე იმყოფება 406 მოქალაქე.
ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები, საბაჟოს თანამშრომლები. 14 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 117 ნიმუში. 103 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. დანარჩენი ნიმუშის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2603 ნიმუში, აქედან 915 მედპერსონალია, 784 კარანტინი, საბაჟოს თანამშრომელი -74, შშმ პირი - 110.
| Print |
FaceBook Twitter Google