გურჯაანის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო
გურჯაანის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში 2020-2021 სასწავლო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო. როგორც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებაში განმარტავენ, მშობელს შვილის დარეგისტრირება სატელეფონო კომუნიკაციით შეეძლება.


„გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი მშობლების მისვლა საბავშვო ბაგა-ბაღებში და ამასთან ერთად, მათ პრობლემა შეექმნებათ საჭირო დოკუმენტაციის შეგროვების საკითხშიც, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაცია მოხდეს სატელეფონო ზარის საშუალებით. თითოეულ მშობელს შეეძლება მენეჯერთან დაკავშირება და ბავშვის დარეგისტრირება სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით.“

რაც შეეხება საჭირო საბუთებს, მშობლები ვალდებულები არიან 20 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე, წარადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

დაბადების მოწმობის ასლი დამოწმებული ნოტარიუსის მიერ;

ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა 100

მშობლების პირადობის მოწმობის ასლები

აღსაზრდელის 2 ფოტოსურათი 3/4

აქვე განვმარტავთ, რომ განცხადებას, სარეგისტრაციო ფორმასთან ერთად, მშობელი ავსებს ადგილზე

რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება.

იხილეთ მენეჯერების ტელეფონის ნომრები.

| Print |
FaceBook Twitter Google