კახეთში კორონავირუსზე 88 ტესტის პასუხს ელოდებიან
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად გუშინ 293 მოქალაქის ნიმუში გაიგზავნა. 205 ტესტირების პასუხი უკვე ცნობილია. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი, ნელი ხიზანიშვილი განმარტავს, კოვიდ-19 არცერთ პირს არ აღმოაჩნდა. რაც შეეხება დანერჩენ 88 ბიოლოგიური მასალის ტესტირების შედეგს, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

"კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. დღეის მდგომარეობით "Covid-19" -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება. თვითიზოლაციაში იმყოფება 18 მოქალაქე. 4 მოქალაქე მოიხსნა. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე მოთავსებულია 404 მოქალაქე. 18 მაისს ლუგარის ცენტრში გაიგზავნა 293 ნიმუში. 205 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. ასევე ნეგატიურია 18 მაისის ყველა ნიმუშის პასუხიც. 19 მაისის დანარჩენი მასალების შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი," - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.


სულ კახეთის რეგიონში ამ დროისთვის ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3190 ნიმუში.

| Print |
FaceBook Twitter Google