დღეიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება
საქართველოში დღეიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები მუშაობას განაახლებენ, თუმცა აღნიშნულ ობიექტებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ.
რეკომენდაციები კი ასეთია:

-მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ ორი მეტრისა;

-სკამების საზურგეებს შორის – მანძილი არანაკლებ ერთი მეტრისა;

-ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს ექვსი მომხმარებლისა;

-დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;

-იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ორ მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას

დროებითი დამცავი ბარიერი. გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;

-სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით,

სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;

-უზრუნველყავით შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა.

აქვე შეგახსენებთ, რომ რესტორნებში  ყველა სახის მომსახურება 8 ივნისიდან აღდგება . 


| Print |
FaceBook Twitter Google