მოლებში შესვლამდე მოქალაქეები თერმოსკრინინგს გაივლიან
დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება. ობიექტებს მუშაობა წესების დაცვით მოუწევთ.
დაწესებულებებში შესვლამდე მომხმარებელმა წარმატებით უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი. მოქალაქეს ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36.9 გრადუსს. პირს, რომელიც მოლში მიდის, უნდა ეკეთოს პირბადე. მოქალაქეებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირების წესები.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა აღნიშნული ოთახების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება 2-საათიანი ინტერვალებით უნდა მოხდეს. ასევე სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს სამუშაო დღის ბოლოს.

ცნობისთვის, საქართველოში სავაჭრო ცენტრები, კორონავირუსის პანდემიის გამო, 19 მარტს დაიხურა.

დღეს, აგრეთვე, მოლებთან ერთად გაიხსნება რესტორნებიც, რომელთაც ღია სივრცე აქვთ.


| Print |
FaceBook Twitter Google