1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
პირველ ივნისს მსოფლიოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე  1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა.
ეს დღე 1950 წლიდან 1 ივნისიდან აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

1 ივნისს აღნიშნავენ საქართველოშიც, თუმცა კორონავირუსის გამო ამ დროისთვის კულტურული ღონისძებების ჩატარება აკრძალულია.

| Print |
FaceBook Twitter Google