დედოფლისწყაროელი მძღოლის არცერთ კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კორონავირუსით დაინფიცირებული დედოფლისწყაროელი მძღოლის არცერთ კონტაქტს ვირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადეობრივი ჯანდაცვის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ტესტირება მძღოლის 10 კონტაქტს ჩაუტარდა.

-"კონტაქტები იყო ძალიან მცირე, ის კარგად იცავდა თვითიზოლაციას. ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია. ამის მიუხედავად, მისი ოჯახის წევრებს მაინც გადავიყვანთ კარანტინში და დაველოდებით ორი კვირის გასვლას. ეს შემთხვევა არის იმპორტირებული რუსეთიდან, ეპიდემიოლოგიურად, არ ითვლება ადგილზე დაფიქსირებულად ანუ კახეთი მაინც რჩება მწვანე ზონად,"- განაცხადა ხიზანიშვილმა.

დღევის მონაცემებით, კახეთში ტესტირება 4078 პირს ჩაუტარდა და ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. 


| Print |
FaceBook Twitter Google