ლაგოდეხში საპროტესტო აქციაა
ამ წუთებში, ლაგოდეხში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეების განცხადებით,  წყალი, რომელიც ონკანებში მოედინება, სასმელად უვარგისია. ისინი ამავე დროს წყლის საფასურის სულადობის ნაცვლად მრიცხველის ჩვენებით გადახდას აპროტესტებენ.

"დაბინძურებული წყალი მოგვდის. დასალევად ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. გარდა ამისა, ვითხოვთ, რომ წყლის საფასური სულადობის მიხედვით გადაგვახდევინონ. აქამდე წყლის გადასახადს სულადობის მიხედვით, თითო წევრზე 50 თეთრს ვიხდიდით, მრიცხველის ჩართვის შემთხვევაში კი გადასახადი 1 ტონა წყალზე 42 თეთრი იქნება. მრიცხველის მიხედვით, თითო ოჯახს თვეში 50 ლარზე მეტის გადახდა მოუწევს, რისი საშუალებაც არ გვაქვს. ხელისუფლებას ვთხოვთ დახმარებას”,-აცხადებენ ისინი.

აქციის მონაწილეებს ამ წუთებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი ხვდება.

შეგახსენებთ,რომ ლაგოდეხის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გუშინაც გამართა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / ლაგოდეხი /