აბიტურიენტებს, რომლებსაც 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, გამოცდის ჩაბარების ალტერნატივა ექნებათ
ბიტურიენტებს, რომელთაც გამოცდის დღეს თერმოსკრინინგის შედეგად 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ისევ ექნებათ.
ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

„ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრთან ერთად ვმუშაობთ რეკომენდაციებზე - რამდენი აბიტურიენტი უნდა იყოს დარბაზში, რამდენი კვადრატული მეტრი უნდა იყოს ერთმანეთთან დაშორება. ვიდრე საბოლოო რეკომენდაციები არ დაიდება, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. არის ჩვენი რეკომენდაციები, მაგალითად, როგორ უნდა გამოიყენონ ნიღაბი, თერმოსკრინინგი უნდა ჩატარდეს თუ არა შესვლისას. დარწმუნებული ვარ, ივნისის შუა რიცხვებში ეს გამოქვეყნდება. გამოცდების გადადება დამოკიდებულია განათლების სამინისტროზე და ეპიდსიტუაციაზე, რომელიც იქნება ივნისში. მსჯელობა თერმოსკრინინგთან მიმართებაშიც მიმდინარეობს ამ ერთობლივ ჯგუფში. თუ დაფიქსირდა 37 გრადუსი, ამ დროს აბიტურიენტს არ გაუცდეს გამოცდა, რა უნდა გაკეთდეს. იქნება ალტერნატიული შეთავაზება, რომ აბიტურიენტი არ დაიჩაგროს“, - განაცხადა გამყრელიძემ.


| Print |
FaceBook Twitter Google