სოფელ ველისციხეში საკვირაო ბაზარი გაიხსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარე საკვირაო ბაზარმა მუშაობა განაახლა. ბაზარში, ამ ეტაპზე ბოსტნეული იყიდება. მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა და ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.
ბაზარში ხორცისა და რძის პროდუქტების გაყიდვა ერთ თვეში დაიწყება, რადგან სპეციალური მაცივრების მოწყობაა საჭირო.

,,საკვირაო ბაზარში ყველა სტანდარტი და მოთხოვნა დაცულია. მიმდინარეობს მანქანების საბურავების დეზინფექცია, ყველა შემსვლელი და გამომსვლელი პირის თერმოსკრინინგი, დაცულია დისტანციაც,"- აღნიშნა სოფელ ველისციხეში მერის წარმომადგენელმა ნათია თათარაშვილმა.

ცნობისთვის, ბაზრების ნაწილი კორონავირუსის გამო აპრილის თვეში დაიხურა.
| Print |
FaceBook Twitter Google