საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 796 გახდა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10- ით გაიზარდა და 634 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2508 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 300- პირია. საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |
FaceBook Twitter Google