კახეთში 24 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
1 ივნისს კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 24 ნიმუშის პასუხი ნეგატიური აღმოჩნდა.
დღეის მონაცემებით, კახეთში თვითიზოლაციაში 11 მოქალაქე იმყოფება, 1 მოქალაქე კი თვითიზოლაციიდან მოიხსნა .
რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 6 ლოკაციაზე 143 მოქალაქეა განთავსებული.

ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, ასევე საბაჟოს თანამშრომლები.



| Print |
FaceBook Twitter Google