კახეთიდან ლუგარში გაგზავნილი 59 ნიმუშის პასუხი უარყოფითია
დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 15 მოქალაქე იმყოფება. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 5 ლოკაციაზე 186 მოქალაქეა განთავსებული.
3 ივნისს კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 59 ნიმუშის პასუხი ნეგატიურია.


ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.

ცნობისთვის, სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4280 ნიმუში, აქედან 1352 მედპერსონალია, 1559 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 223, ტრაილერის მძღოლი 26.

| Print |
FaceBook Twitter Google