გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 1 მაისიდან 31
მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 155
ფაქტი გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთში დაფიქსირდა.
„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 41
ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 31 ფაქტი, იმერეთში
- 25, აჭარაში - 17, სამცხე-ჯავახეთში - 15, ქვემო ქართლში - 13, შიდა
ქართლში - 6, გურიაში - 5, რაჭა-ლეჩხუმი ქვემოს ვანეთში - 1 და
მცხეთა-მთიანეთშიც 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში
დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 30
ფაქტი. ასევე, ამოღებულია 4 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია
გადაგზავნილი. “ - აღნიშნავენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 553
მ3-მდე ხე-ტყე. გამოვლენილი 155 ფაქტიდან 9 სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
მასალის გამოყენების პირობები