პირბადის გარეშე გადაადგილება 50 ლარით დაისჯება
დახურულ სივრცესა და ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილების შემთხვევაში მოქალაქე 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიულ პირს კი 500 ლარი დაეკისრება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი უკვე მზად არის, რომელსაც პარლამენტი მომდევნო კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს.

მოქალაქეები 50 ლარით დაჯარიმდებიან ასევე იმ შემთხვევაში, თუ ტაქსით მგზავრობის დროს პირბადის გარეშე იმგზავრებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პირბადე / ჯარიმა /