ჩუმლაყში ავტომანქანიდან იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.
გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზ.მ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი​ თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას სავარაუდო იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


| Print |
FaceBook Twitter Google