ახმეტაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება
ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობა უნდა აშენდეს. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი უვე დასრულდა და ამჟამად შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
მშენებლობისთვის სავარაუდოდ 217 810 ლარი დაიხარჯება.  ტენდერის პირობების თანახმად გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 105 დღეში უნდა დაასრულოს. 

ახალი კორონა ვირუსის (covid 19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების შესრულების პროცესში  ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვას.



| Print |
FaceBook Twitter Google