ნიღაბი თუ უკეთია ავადმყოფსაც და ჯანმრთელსაც, ნულამდეა დაავადების გადაცემის რისკი - პაატა იმნაძე
ყველა უნდა ვიყოთ ფრთხილად. პირველ რიგში, ეს ეხება ნიღბების ტარებას და მაქსიმალურად, ფიზიკური დისტანციის დაცვას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ განაცხადა.


მისი თქმით, ის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მხოლოდ ერთეული შემთხვევებია, დამშვიდების საფუძველი არ არის. ეს ნიშნავს, რომ კორონა არსად გამქრალა.


„ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ, პირველ რიგში, ნიღბის ტარება. ამაზე ბევრი კვლევებიც გამოქვეყნდა, ინტერნეტშიც შეგვიძლია ყველამ მოვიძიოთ - თუ პირბადე უკეთია ავადმყოფს, ეს ძალიან ამცირებს გადადების რისკს, თუ უკეთია ჯანმრთელს, ეს ამცირებს გადადების რისკს, მაგრამ თუ უკეთია ორივეს, ავადმყოფსაც და ჯანმრთელსაც, ამას პრაქტიკულად, ნულამდე დაყავს გადაცემის რისკი. ამიტომ არის მოთხოვნა ყველა ქვეყანში, რომ ნიღაბი უნდა ატაროს ყველამ. ეს არ ეხება ღია სივრცეს, სადაც დისტანციის დაცვა შეგვიძლია,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.


მისივე თქმით, ეს ეხება დახურულ სივრცეებს და საზოგადოებრივ სივრცეებს. ასევე ნიღბის ტარება აუცილებელი არ არის სახლში.


| Print |
FaceBook Twitter Google