საკადრო ცვლილებები გურჯაანისა და სიღნაღის პოლიციაში
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღისა და გურჯაანის სამმართველოებში საკადრო ცვლილებები გამხორციელდა. გურჯაანის პოლიციის უფროსი თამაზ თამაზაშვილი ამიერიდან სიღნაღის პოლიციას უხელმძღვანელებს.
გურჯაანის პოლიციის უფროსი კი ივანე პაპოშვილი იქნება, რომელიც მანამდე დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს უფროსის პოსტს იკავებდა.

როგორც  speqtri.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საკადრო ცვლილებები როტაციის წესით განხორციელდა. 


| Print |
FaceBook Twitter Google