საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დღეს კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათგან ორი იმპორტირებულია.

„ამ ოთხი ინფიცირებულიდან, ერთი გახლავთ საბურთალოს წყაროდან, დაავდებულთან კონტაქტირებული პირი, ორი ომპორტირებული შემთხვევაა, რომლებიც გადმოყვანილი არიან საკარანტინე ზონიდან და ერთი სამედიცინო პერსონალია. ის არ არის ჩვენი ცენტრის თანამშრომელი. ჩვენ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გვქონია. ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე წევს 43 დადასტურებული პაციენტი. ჯერჯერობით ერთი მძიმე პაციენტი გვყავს, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია.“

დღეს ჟურნალისტებთან მარინა ეზუგბაიამ ვირუსის მეორე ტალღაზე დასმული კითხვებსაც უპასუხა.

„ლაპარაკია, რომ იქნება მეორე ტალღა და ეს სიახლე არ არის, ამაზე დიდიხანია საუბრობენ. ამიტომ უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ სიტუაციას, რომ თავი დავიცვათ მუდმივ რეჟიმში. არ უნდა მოვდუნდეთ, შეძენილი უნარები შევინახოთ და საჭიროების შემთხვევაში გავაძლიეროთ.“

ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 822 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 690.
გარდაცვლილია - 13.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3230 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 285.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |
FaceBook Twitter Google