გურჯაანში სამხედრო აღრიცხვის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გურჯაანის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელი ზ.ს. დააკავა. გამოძიება მას ქრთამის აღებას ედავება.
-„ვიცი, რომ დააკავეს, მაგრამ ჩემთვის კონკრეტული დეტალები უცნობია. ეს ადამიანი დაახლოებით 15 წელი მუშოაბდა ჩვენ სამსახურში და კარგ თანამშრომლად ითვლებოდა, მეტს ვერაფერს გეტყვით“ - განუცხადა speqtri.ge-ს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსსახურის უფროსმა ზაქარია ანანეიშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ზ.ს. ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და საქმის მასალებიდან გამომდინარე, შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

| Print |
FaceBook Twitter Google