ქვემო ბოდბეში ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მიტოვებული ჩვილი იპოვეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიტოვებული ახალშობილი იპოვეს.
ადგილობრივებმა სამართალდამცველებს შეატყობინეს. ბავშვი წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ჩვილს დაზიანებები არ აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოძიება 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google