სიღნაღში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა ჩატარდება
ახალგაზრდობის სააგენტო, ახალგაზრდობის საჭიროებების შესწავლის მიზნით, 10 რეგიონის მუნუციპალიტეტებში ახალგაზრდების საჭიროებების, ინტერესებისა და დამოკიდებულებების შესწავლის მიზნით კვლევას იწყებს.
კვლევა 11 საპილოტე მუნიციპალიტეტში განხორციელდება, მათ შორისაა სიღნაღიც.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული კვლევა საფუძვლად დაედება ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

კვლევის ფოკუსს წარმოადგენს: ახალგაზრდების პრობლემები და გამოწვევები; ახალგაზრდების საჭიროებები და მათი შესაძლებლობები.

კვლევა შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: უფლებებთან წვდომა, დასაქმება, განათლება, მონაწილეობა, ცხოვრების სტილი, ჯანმრთელობა და სხვა მომიჯნავე საკითხები.

სააგენტოსთან ერთად აღნიშნულ პროცესში, როგორც კოორდინაციის, ისე აღსრულების ნაწილში, ჩართულები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლები, რომლებმაც სააგენტოს მიერ ორგანიზებული „მუნიციპალურ ახალგაზრდულ მუშაკად“ გადამზადების ოთხეტაპიანი პროგრამის პირველი ნაბიჯი უკვე გაიარეს.

კვლევაში მონაწილეობის მისაღებად, გადადით ბმულზე.

| Print |
FaceBook Twitter Google