ქორწილისა და სხვა თავყრილობის დროს 10-ზე მეტი პირის შეკრებისას თითოეული 2 ათასი ლარით დაჯარიმდება
„10-ზე მეტი პირის თავშეყრა, ქორწილის, ნათლობის, იუბილის, ქელეხის გადახდის მიზნით, დაჯარიმდება. ყველა იქ მყოფი პირის მიმართ გამოყენებული იქნება 2000-ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირის მიმართ კი 10 000-ლარიანი ჯარიმა,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული აკრძალვა 15 ივლისამდეა განსაზღვრული. 15 ივლისის შემდეგ კი, გადაწყვეტილება მიღებული იქნება პანდემიის მდგომარეობიდან გამომდინარე.
| Print |
FaceBook Twitter Google