პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები დღეიდან დაჯარიმდებიან
დღეიდან დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება. მოქალაქეებს პირბადეების გამოყენება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებშიც მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში ფიზიკურ პირი 20 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება.

ამასთან ერთად, მოქალაქეებთან ერთად დაჯარიმდება ობიექტის მფლობელიც, ტრანსპორტის შემთხვევაში კი ჯარიმა მძღოლს დაეკისრება.


| Print |
FaceBook Twitter Google