ადგილობრივი ტურიზმი საქართველოში დღეიდან გაიხსნება
დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. სასტმროებსა და განთავსების ობიექტებს სპეციალური რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.
სასტუმროებს მუშაობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემათ, თუკი სპეციალური შემოწმების შემდეგ, შესაბამის ნებართვას მიიღებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ 7 მაისს, კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გახდა ცნობილი.


| Print |
FaceBook Twitter Google