აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი კახეთში იმყოფებოდა
დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კახეთის რეგიონს სტუმრობდა.
დეგნანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი ქადაგიშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან. შეხვედრების დასრულების შემდეგ, კელი დეგნანი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ერეკლე მეფის სასახლეს ეწვია და თელავის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერა.

"ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ვიმყოფები ქალაქ თელავში და შევიტყობ კიდევ უფრო მეტს ამ ქალაქისა და ზოგადად კახეთის რეგიონის შესახებ. როგორც მეუბნებოდნენ, მართლაც უმშვენიერესი ადგილია. ვიზიტის ფარგლებში, მქონდა შეხვედრები სახელმწიფო რწმუნებულთან და მერთან, ჩვენ ვისაუბრეთ უკვე არსებული თანამშრომლობის გაფართოების გზებზე. მოგეხსენებათ ჩვენი თანამშრომლობა საკმაოდ ფართოა და მოიცავს ისეთ მიმართულებებს როგორიცაა: კარგი მმართველობა, ეკონომიკური განვითარება, თანამშრომლობა განახლებადი ენერგიის კუთხით. რა თქმა უნდა, განვიხილეთ COVID- 19 - ის შედეგები და ის თუ როგორ უბრუნდება რეგიონი ნელ- ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რადგან, კახეთი გახლავთ უმნიშვნელოვანესი ადგილი, ტურისტული თვალსაზრისით, როგორც საქართველოსთვის, ასევე საერთაშორისო ტურიზმის კუთხით" - აღნიშნა კელი დეგნანმა.


| Print |
FaceBook Twitter Google