კორონავირუსით ინფიცირებული საგარეჯოელი მამაკაცის ექვსი კონტაქტის პასუხები ცნობილია
კორონავირუსით ინფიცირებული საგარეჯოელი მამაკაცის კონტაქტში მყოფი 18 პირიდან ექვს ადამიანს ვირუსზე შესაბამისი ტესტირება უკვე ჩაუტარდა და ექვსივე მათგანის პასუხი ნეგატიურია.
ამის შესახებ speqtri.ge-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადეობრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის ოფისის ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა.

-"დანარჩენი 12 ადამიანი ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება. 14 დღის გასვლამდე, წინა დღეს ჩაუტარდებათ ტესტირება და მათი პასუხები ამის შემდეგ გახდება ცნობილი,"-აღნიშნა  ხიზანიშვილმა.


ცნობისთვის, საგარეჯოელ მამაკაცს კორონავირუსი 12 ივნისს დაუდასტურდა.





| Print |
FaceBook Twitter Google