გურჯაანში "ქართული ოცნების" შტაბს მერის მრჩეველი უხელმძღვანელებს
გურჯაანში "ქართული ოცნების" შტაბს გურჯაანის მერის მრჩეველი ლერი გელენავა უხელმძღვანელებს. როგორც მან speqtri.ge-სთან განაცხადა, შტაბი აქტიურ მუშაობას რამდენიმე დღეში დაიწყებს.

-"პანდემიასთან დაკავშირებით, რა რეგულაციებსაც ჯანდაცვის სამინისტრო დააწესებს, ამის გათვალისწინებით შევხვდებით მოსახლეობას. ჯერჯერობით შტაბი არ ფუნქციონირებს, რამდენიმე დღეში უკვე დავიწყებთ აქტიურ მუშაობს," - განაცხადა გელენავამ.

ცნობისთვის, ის 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ სამეგრელოს რეგიონის კოორდინატორი იყო. 



| Print |
FaceBook Twitter Google