ბოდბის მონასტერთან მისასვლელი გზა, ავტოსადგომი და ვიზიტორთა ცენტრი შენდება
ინფრასტრუქტურის სამინისტრო სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის მონასტერთან მისასვლელ გზას, ავტოსადგომსა და ვიზიტორთა ცენტრს აშენებს.
სამინისტროში ამბობენ, რომ ტურისტების და მომლოცველების ავტოტრანსპორტის სიმრავლის გამო მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას, რის გამოც ბოდბის მონასტერთან ხშირად იქმნებოდა საცობი.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, დამთვალიერებლები მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეძლებენ ისარგებლონ ორდონიანი ავტოსადგომით, რომელიც იქნება კეთილმოწყობილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.


| Print |
FaceBook Twitter Google