თბილისიდან სოფელ ყარაჯალაში ჩასულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.
63 წლის ქალს, რომელიც სოფელში თბილისიდან ჩავიდა, ვირუსი PCR ტესტით დაუდასტურდა.

ქალი ამ წუთებში თელავის რაონული საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ადგილობრივი შემთხვევა არ არის.

ამ წუთებში, სოფელ ყარაჯალაში, ეპიდემიოლოგები ვირუსის პირველწყაროსა და კონტაქტების ადგენენ.
| Print |
FaceBook Twitter Google