ყარაჯალაში მცხოვრები ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მეტროსადგურ "დიდუბის“ მიმდებარედ ვაჭრობდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები 63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ ვაჭრობდა.
ინფიცირებული ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ტემპერატურა და პნევმონია აღენიშნება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე გამოკვეთილია მხოლოდ სამი ოჯახური კონტაქტი - ინფიცირებული ქალის შვილი, სიძე და შვილიშვილი. სამივე მათგანი კარანტინშია გადაყვანილი.

ქალი თბილისიდან ერთი დღის დაბრუნებული იყო და სოფელში კონტაქტი ოჯახის წევრების გარდა არავისთან ჰქონია.

ცნობისთვის, თელავის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომით 63 წლის ქალი გუშინ მოათავსეს.


| Print |
FaceBook Twitter Google