საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცეს
საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დღეს, 23 ივნისს მიიღეს. ცვლილებებს 119 დეპუტატიდან მხარი 115-მა დაუჭირა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და "ევროპულმა საქართველომ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენითაც დაუჭირა.

ცვლილებების მიხედვით, პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება.


| Print |
FaceBook Twitter Google