საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 914-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი კი ისევ 768-ია.

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 14 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2744, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 258 ადამიანი.
| Print |
FaceBook Twitter Google