ჩუმლაყში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი ინცინდენტისას დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ანზორ მოსესოვი ამჟამად გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

-"გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს კისრის არეში, დაიზანებული იყო სისხლძარღვები და პლევრის ღრუ. ჩაუტარდა ოპერაცია და ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ სტაბილურად,"-  აღნიშნა speqtri.ge-სთან საავადმყოფოს ხელმძღვანელმა გელა ორველაშვილმა.


ცნობისთვის, სოფელ ჩუმლაყში გუშiნ მომხდარი ინცინდენტისას 30 წლამდე ახალგაზრდა შოთა მაზმიშვილი მოკლეს.

გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, განზრახ მკვლელობა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა.





| Print |
FaceBook Twitter Google