თელავს 10 ახალი ავტობუსი ოქტომბრიდან მოემსახურება
მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე მუნიციპალიტეტისთვის ავტობუსებს შეიძენს, მათ შორისაა თელავი.
ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ,,Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S. “ ხელშეკრულება უკვე გააფორმა. თელავს 10 ახალი ავტობუსი ოქტომბრისთვის გადაეცემა.

-"პირველ ეტაპზე, ქალაქ თელავს გადაეცემა 10 ავტობუსი.მეორე ეტაპზე კი დაგეგმილია 30 ავტობუსის გადმოცემა, რომლებიც მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით განაწილდება. აღნიშნულ კომპანიას მოწოდების ვადა აქვს დაახლოებით 4 თვე, ავტობუსების გადმოცემა მაქსიმუმ ოქტომბრის ბოლომდე მოხდება,, - განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google