ჩუმლაყში დაჭრილი ახალგაზრდა მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი დაპირისპირების დაჭრილი ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება, თუმცა ჯეო ჰოსპიტალსში რჩება.
ამის შესახებ speqtri.ge-ს საავადმყოფოს ხელმძღვანელმა გელა ორველაშვილმა განუცხადა.

-"მისი მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა გაუმჯობესებული. მართვით სუნთქვას აღარ საჭიროებდა, ამიტომ აპარატიდან მოიხსნა," - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, 28 ივნისს სოფელ ჩუმლაყში ერთი ახალგაზრდა მოკლეს, მეორე კი დაჭრეს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დაჭრა / ჩუმლაყი /