კორონავირუსი ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს დაუდასტურდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ის თელავში, ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამო ექიმებმა covid -19 ტესტი ჩაუტარეს. ბავშვი გადაწყვანილია თბილისში შესაბამის კლინიკაში.

11 პირის ბიოლოგიური ნიმუში უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, რომელის პასუხებიც ხვალ დილით გახდება ცნობილი. ამ დროისთვის სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების მოძიება. ნელი ხიზანიშვილის თქმით, ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
| Print |
FaceBook Twitter Google