თელავში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დღეს დილიდან დაიწყეს. სტიქიამ სოფელი ნაფარეული, სანიორე, ჯუღაანი, კონდოლი, კურდღელაური, ნასამხრალი, წინანდალი,  შალაური და ქალაქი თელავი დააზარალა.
დასეტყვილია ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები. სტიქიის შედეგად მოგლეჯილია ხეები, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავები,


-"გადახდილია სახლის სახურავებიც, ამ მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობაა სოფელ კონდოლში. 18  კაცისგან შედგა 6 ჯგუფიანი კომისია და დილის რვა საათიდან ითვლიან ზარალს. რა ზარალი მიაყენა სტიქიამ მოსახლეობას, ამ ეტაპზე ზუსტი ოდენობის თქმა მე არ შემიძლია. თითქმის ორი ათეული სახლი უკვე აღწერილია. როცა ზუსტი მონაცემები გვექნება , შემდეგ გახდება ცნობილი რისი საშუალება გვექნება,  რომ მოსახლეობას სარეზერვო ფონდიდან დავეხმაროთ ," - განაცხადა speqtri.ge-სთან თელავის მუნიციპალიტწტის მერის მოადგილემ დავით ბეგიაშვილმა.


სტიქიამ წუხელ თელავთან ერთად ყვარლის მუნიციპალიტეტსაც შეუტია. სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ 150-მდე ჭურვი გაისროლა, თუმცა სეტყვასაშიში პროცესები მაინც ვერ განეიტრალდა.



| Print |
FaceBook Twitter Google