რა ზარალი მიაყენა სტიქიამ ყვარელს, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი
სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფელ სანავარდოსა და გავაზის ზონა, აგრეთვე შაქრიანი დააზარალა. მუშაობა კომისიამ დილიდან დაიწყო.
დასეტყვილია ვენახები და ერთწლიანი კულტურები.

როგორც speqtri.ge-ს მერის მოადგილემ გივი ზაუტაშვილმა განუცხადა, რა ზარალი მიადგა სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტს, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

წუხელ სტიქიამ ხეები მოგლიჯა ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე, ზაუტაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი უკვე გაწმენდილია და გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი.


| Print |
FaceBook Twitter Google