აქცია იორმუღანლოში - ახალგაზრდები მზადყოფნას გამოთქვამენ აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში ჩაერთონ [Video]
აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში გუშინ აზერბაიჯანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
მანქანების კოლონა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის დროშებით გადაადგილდებოდა. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. სიმღერა, რომელიც ვიდეოში ისმის, აზერბაიჯანული ენის მცოდნეების თქმით, ომისკენ მოწოდებაა. 




როგორც იორმუღანლოს თემში მცხოვრები კაზანფარ მამედოვი გვეუბნება, მას აქციაზე წასვლა სურდა, თუმცა ვერ მოახერხა. მისი განცხადებით, აქცია აზერბაიჯანის მხარდასაჭერი იყო და მონაწილეები მზაობას გამოთქვამენ, საჭიროების შემთხვევაში, საომარ მოქმედებებში ჩაერთონ.


-„გუშინ თბილისში ვიყავი, დღის ბოლოს დავბრუნდი და აქცია დაშლილი იყო უკვე, ვერ მოვასწარი მისვლა. ზუსტი დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი ის, რომ ეს აზერბაიჯანის მხარდასაჭერი აქცია იყო და მზადყოფნა იმისთის, რომ თუ საჭირო გახდა, ომში წავალთო,“- განაცხადა კაზანფარ მამედოვმა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, აქციაში ძირითადად ის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომლებიც პანდემიამდე აზერბაიჯანში ცხოვრობდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google