გურჯაანში სასწრაფო დახმარების შენობა გაიხსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. ცენტრს ასევე გადაეცა კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის სრულად აღჭურვილი რეანიმობილი.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

ამ დრომდე, გურჯაანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი ძველ შენობაში იყო განთავსებული.

დღევანდელ ღონისძეიბას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – ილია ბეგიაშვილი, კახეთის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი – არჩილ ხანდამაშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში 10 ასეთი ცენტრი აშენდა და პირველად გურჯაანში გაიხსნა. დანარჩენებიც ზაფხულის განმავლობაში გაიხსნება.
| Print |
FaceBook Twitter Google