"ქართულმა ოცნებამ" კახეთში დეპუტატობის კანდიდატებად ირაკლი ქადაგიშვილი და დავით სონღულაშვილი წარადგინა
"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
თელავი-ყვარელი-ამეტა-ლაგოდეხის ოლქში კენჭს კახეთის მოქმედი
გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი იყრის.
რაც შეეხება გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის ოლქს,აქ
პარტიამ კანდიდატად გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი
წარადგინა.
სონღულაშვილი ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობს.
მასალის გამოყენების პირობები